CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები თბილისის იუსტიციის სახლს სტუმრობდნენ

CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები თბილისის იუსტიციის სახლს სტუმრობდნენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, თბილისის იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტუდენტებისთვის იუსტიციის სახლის სამუშაო პროცესის გაცნობის მიზნით, საინფორმაციო ტური გაიმართა.

„სტუდენტები ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გამოცდილებას. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ უმასპინძლა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების ინოვაციური მეთოდების გაცნობა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება, იუსტიციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.