„აწარმოე საქართველოში“ დირექტორი შვეიცარიის სამთავრობო და კერძო სექტორის დელეგაციას შეხვდა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ შვეიცარიის ოფიციალურ სამთავრობო და კერძო სექტორის დელეგაციას უმასპინძლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათი ცნობით, დელეგაციას შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ელენა ბუდლიგერი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ შვეიცარიის ბიზნეს გაერთიანებები და შვეიცარიული კომპანიები ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ავიაციისა და სხვა მიმართულებით. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე.

შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა შვეიცარიის დელეგაციას სააგენტოს საქმიანობა, ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები, საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო გარემოს უპირატესობები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ბიზნეს-კავშირების განვითარების შესაძლებლობა.

შეხვედრის მონაწილე შვეიცარიის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ გამოცდილებას, რაც მათ საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით გააჩნიათ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა