„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ბრალდებებს პასუხობს

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ სასმელი წყლის ხარისხი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს აკმაყოფილებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში სასმელი წყლის შემოწმებასა და კონტროლს ახორციელებს.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას კომპანიის დაფარვის არეალში არსებული სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ყოველდღიურ რეჟიმში სასმელი წყლის შემოწმებასა და კონტროლს ახორციელებს. ორგანულ-ლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების კვლევების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს აკმაყოფილებს. ასევე, ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით. შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისთვის სასმელი წყალი ხარისხითა და მისი შემადგენლობით ვარგისიანია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა