ვასო ურუშაძე - უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს წამყვანი ეროვნული ავიაკომპანიის დასანქცირება იმის სიგნალია, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება და დასავლელი პარტნიორების მხრიდან სანქციები მოჰყვება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს წამყვანი ეროვნული ავიაკომპანიის დასანქცირება სიგნალია იმისა, რომ ეს პროცესი იქნება შეუქცევადი და მოჰყვება სანქციები დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

მისი განცხადებით, ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დააზიანებს.

„უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს წამყვანი ეროვნული ავიაკომპანიის დასანქცირება არის სიგნალი იმისა, რომ ეს სანქციები იქნება შეუქცევადი და ამას მოჰყვება შემდგომში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც იქნება დამაზიანებელი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, დამაზიანებელი საქართველოს საავიაციო სექტორის, რადგან ჩვენი ქვეყნის ავიაციის სექტორი ბოლო 15 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირს, ფაქტობრივად, ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ნაწილში წევრები ვართ ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საჰაერო ნავიგაცია წევრია ევროკონტროლის და ჩვენ ეს ყველაფერი დაგვიჯდა დიდი შრომის, ძალისხმევის შედეგად და ამ ყველაფერს ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და თამაზ გაიაშვილი ანიავებს. ანიავებს ჩვენ ქვეყნის მომავალს, ანიავებს საქართველოს ავიაციის განვითარების პერსპექტივას, რადგან მხოლოდ და მხოლოდ დაიკმაყოფილონ თავიანთი კორუფციული, ინტერესები და დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომელიც მოდის დღეს პუტინის ტერორისტული რეჟიმისგან და კრემლიდან. ამ ყველაფერს ეწირება საქართველოს ინტერესები, საქართველოს ავიაციის ინტერესები და საქართველოს განვითარების პერსპექტივა, რადგან ჩვენ ავიაციის სექტორში გვაქვს განვითარების უდიდესი პერსპექტივა. ჩვენი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ევროპულ ოჯახში ინტეგრირება, როგორც მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურების, ისევე ავიაციის, რომ მივიღოთ ის სიკეთეები, რომელიც უკავშირდება ავიაციის სექტორის განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის გაჯანსაღებას, უსაფრთხოების ამაღლებას. ამ დროს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს მიაქანებენ რუსული ჭაობისკენ. ეს არის რუსული ჭაობი, სადაც ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ რკინის ფარდის მიღმა, სადაც დღეს რუსეთია იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. ამ ყველაფერს აკეთებს რამდენიმე ადამიანი პირადი ინტერესებისთვის, პირადი კორუფციული და ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გარკვეული ანგარიშები აქვთ პუტინის ტერორისტულ რეჟიმთან, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან, ეროვნულ ინტერესებთან, სახელმწიფო ინტერესებთან და ეს არის დანაშაული სახელმწიფოს წინაშე. ეს ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულს ჩადიან, აუცილებლად აგებენ პასუხს სამართლებრივად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ეს სანქციები არის ეკონომიკური პასუხისმგებლობა, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდება ამ ადამიანებს, რომლებიც ამ კონკრეტულ დანაშაულს სჩადიან და ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება საშვილიშვილოდ ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესში ორკესტრირებულად მოქმედებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა