ბორჯომში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ბაზისბანკი აგრძელებს სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა 113ა-ში, კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სერვისცენტრი სრულ საბანკო მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

სერვისცენტრში, კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ბანკის პრემიუმ კლიენტები, პრემიუმ ბანკინგის სპეციალურ ზონაში, ინდივიდუალურ საბანკო მომსახურებას მიიღებენ.

ბაზისბანკის ახალ სერვისცენტრში, კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სწრაფი და კომპლექსური საბანკო მომსახურებით:

  • საუკეთესო პირობებით სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე
  • ანაბრების მაღალი საპროცენტო სარგებლით
  • საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით
  • ვალუტის საუკეთესო კურსებით
  • კომუნალური და სხვა სახის გადახდებით

ბაზისბანკის სერვისცენტრის საზეიმო გახსნას, ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პირები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ბორჯომის სერვისცენტრი, მომხმარებელს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00-18.00 საათამდე, შაბათს 10.00-14.30 საათამდე ემსახურება, კვირა დასვენების დღეა.

„ბაზისბანკი, საქართველოს მასშტაბით, უკვე 40 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი და კვლავ აგრძელებს ქსელის გაფართოებას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ საუკეთესო საბანკო გამოცდილება და მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბანკთან ურთიერთობა. შესაბამისად, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ზოგავს მათ დროს და კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას. ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში.“ - აღნიშნა ბაზისბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა, ლევან გარდაფხაძემ.

(R)

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა