კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა მეთორმეტე გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კურსდამთავრებულებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.

„ლიცეუმის 7 სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა, კურსდამთავრებულებს კი, დაწყებითი სამხედრო მომზადების სერტიფიკატები და ლიცეუმის სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

სამხედრო ლიცეუმი წელს 75-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლის კანდიდატია. 30 კურსდამთავრებული სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აქედან 3 გოგონაა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. დღესვე, ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაზარეთის შენობა საზეიმოდ გახსნეს და განახლებული სარეკრეაციო ადგილი დაათვალიერეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ლიცეუმში არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს, აშშ-ს, თურქეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიებში.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ძალისხმევით აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა დაიწყო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა