შინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში დამყარებულ წარმატებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს საზღვაო შენაერთებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საპორტო ვიზიტების მნიშვნელობას დაეთმო, ასევე, ხაზი გაესვა მხარეებს შორის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას.

ელჩმა მიმდინარე წლის იანვარში, “საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერა დადებითად შეაფასა, რომელიც უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მარკ კლეიტონს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს