„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - კომპანია წყლის ხარისხზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე პროკურატურას მიმართავს

სასმელი წყლის ხარისხის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საქართველოს პროკურატურას მიმართავს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. მათი ინფორმაციით, ხარისხის კონტროლს „ჯივიპის“ ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

“წყლის ხარისხზე მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია 2019 წელსაც გავრცელდა, როდესაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასამართლოს მიმართა და შედეგად, ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწიათ. ამჯერად, კომპანია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, რათა დეზინფორმაციის გავრცელების წყარო და მიზნები დადგინდეს”, - განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ.

ასევე, „ჯივიპის“ წყლის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამარ ნიკურაძის თქმით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება.

“თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე) განთავსებულ „ჯივიპის“ ლაბორატორიებსა და ქალაქის წყალსადენის გამანაწილებელი ქსელის 404 წერტილში 24-საათიანი უწყვეტი რეჟიმით ხორციელდება”, - აღნიშნა თამარ ნიკურაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა