თსუ - ყველა სასწავლო კორპუსი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო აუდიტორიების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა დაიწყო. თსუ-ს ინფორმაციით, განახლებული საგანმანათლებლო ტექნიკა რექტორმა ჯაბა სამუშიამ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლაშა საღინაძესთან ერთად დაათვალიერეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი ტექნიკა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და უნივერსიტეტმა ერთობლივი ძალისხმევით შეიძინეს.
„პირველ ეტაპზე, თსუ პირველ და მეორე სასწავლო კორპუსის აუდიტორიებში დამონტაჟდა უახლესი (All in one) კომპიუტერები, განთავსდა ინტერაქციული დაფები (smart board) და პროექტორები. შემდეგ ეტაპზე კი იგეგმება თსუ ყველა სასწავლო კორპუსის კომპიუტერული ტექნიკით განახლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























