აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკა ფარულავას ინფორმაციით, ადვოკატი შოთა თუთბერიძე პარლამენტის წინ აქციაზე დააკავეს.
ფარულავას ინფორმაციით, შოთა თუთბერიძე ბანერის ხელში ჭერის გამოა დაკავებული.
ასევე, აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაკავებულია აქციის კიდევ სამი მონაწილე.
დამატებით ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ შსს-თან ამოწმებს.

























