ადვოკატი შოთა თუთბერიძე გაათავისუფლეს

ადვოკატი შოთა თუთბერიძე გაათავისუფლეს

ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც რამდენიმე საათის წინ პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, თავისუფალია.

ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

აქტივისტების ინფორმაციით, თუთბერიძე პარლამენტთან საპროტესტო ბანერის გამო დააკავეს.