ლევან ხაბეიშვილი - ჩვენი სანაქებო პოლიცია გადააქციეს „მილიციად“ - როგორც პუტინის მოსკოვში ხდება, თუ აპროტესტებ პუტინის რეჟიმს, ეცემიან და მიათრევენ ადამიანებს, ზუსტად ასე მოიქცნენ დღეს თბილისის ცენტრში

ჩვენი სანაქებო პოლიცია გადააქციეს „მილიციად“ - როგორც პუტინის მოსკოვში ხდება, რომ თუ აპროტესტებ პუტინის რეჟიმს, ეცემიან და მიათრევენ ადამიანებს, ზუსტად ასე მოიქცნენ დღეს თბილისის ცენტრში - დააკავეს შოთა თუთბერიძე, რომელიც უბრალოდ იჯდა და ხელში ეჭირა ბანერი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„წარმოუდგენელი რამ ხდება ქვეყანაში, ადამიანები აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს. ჩვენი სანაქებო, პატივსაცემი პოლიცია გადააქციეს „მილიცად“ - როგორც პუტინის მოსკოვში ხდება, რომ თუ აპროტესტებ პუტინს ან ხელისუფლებას, ეცემიან და მიათრევენ ადამიანებს, ზუსტად ისე აკეთებენ აქაც, დედაქალაქის ცენტრში, საქართველოში. თუ რამეს გააპროტესტებთ - ირაკლი ღარიბაშვილის გარუსებას, მოღალატეობრივ რეჟიმს, აუცილებლად დაგაკავებენ და გაუკეთეს იგივე შოთა თუთბერიძეს. შოთასთან ერთად სხვა ადამიანებიც დააკავეს, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. მართლა რა სიგიჟეა, მთელმა საქართველომ ნახა პირდაპირ ეთერში, როგორ დააკავეს შოთა თუთბერიძე ადვოკატი, რომელიც იცავს ადამიანებს. იჯდა უბრალოდ, ბანერი ედო ფეხებთან, ეცნენ პოლიციელები და ეს პოლიციელები სხვათა შორის რიგითი პოლიციელები კი არ იყვნენ, საპატრულოს უფროსია ბატონი ჯოხაძე, რომელმაც ეს დავალება მიიღო და შეასრულა. დავალებას ვისგან იღებს? რუსი გომელაურისგან, რომელიც რუსეთის უშიშროების გენერლებს დაატარებს და კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რომ არ უნდათ რუსეთში ცხოვრება, უნდათ ევროპული ღირებულება, დემოკრატია , აკავებენ.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ეხება ყველას, ყველას სახლთან მოვა ეს უსამართლობა და მოსულია უკვე, ზოგან გაჭირვების გამო და ემიგრაციაში გაქცევით, ზოგგან სამართალს რომ ვერ პოულობენ, უკიდურესად სოციალური მძიმე მდგომარეობაა საზოგადოებაში და ეს უსამართლობა არ დამთავრდება მანამ, სანამ სრულიად საზოგადოება არ გაერთიანდება კრიმინალური რეჟიმის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა