არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პარლამენტთან დაკავებულები და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.

განცახდებაში არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან, საქართველოს პარლამენტის წინ 2 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

"მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები - ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია სხვა დაკავებულების შესახებაც.

მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 1 ივნისს, პოლიციამ ბექა გრიგორიადისს, ლაზარე გრიგორიადისის მამას, პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება უკანონოდ შეუზღუდა, რის შემდეგაც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი", - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით, 3 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ საპროტესტო ბანერების და "ცარიელი ფურცლების დაჭერის" გამო აკავებენ. პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო