აშშ-ში რელიგიის სააგენტოს ვიზიტი გრძელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით, კაპელანური მსახურების შესახებ ამერიკული გამოცდილების გაზიარებას განაგრძობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება ამჯერად ამერიკის ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის სამხედრო ჰოსპიტალის კაპელანმა, ოლგა ვესტფალმა გააცნო. იგი 20 წლიანი გამოცდილების მქონე სამხედრო კაპელანია და კაპელანურ მსახურებას სამხედრო ჰოსპიტალის ფარგლებში ახორციელებს.

„ოლგა ცესტფალმა დეტალურად გააცნო სააგენტოს დელეგაციას ინფორმაცია სამხედრო კაპელანების შერჩევის, მათი გადამზადების, საქმიანობის პრაქტიკისა და მსახურების მნიშვნელობის შესახებ, ესაუბრა სამხედრო და საავადმყოფოს კაპელანების საქმიანობას შორის განსხვავებასა და მსგავსებაზე; ასევე, მიაწოდა ინფორმაცია, რა პროცედურებს გადიან კაპელანთა ორგანიზაციები სამხედრო დანაყოფებში მსახურების აკრედიტაციისთვის და რა კრიტერიუმებით ხდება კაპელანობის მსურველთა გადამზადება.

სააგენტოს წარმომადგენლებისთვის საინტერესო იყო სამხედრო დანაყოფებში არსებული კაპელანების პროპორციული რაოდენობა და რელიგიური მრავალფეროვნება. ასევე, მათი მიდგომები სამხედრო მოსამსახურეთა რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ. ოლგა ვესტფალის თქმით, კაპელანი, პირველ რიგში, სულიერად ამაღლებული ადამიანია და შემდეგ - სასულიერო პირი, რადგან მხოლოდ ასეთ დამოკიდებულებას შეუძლია გააჩინოს ნდობა კაპელანსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის.

დასასრულს, ამერიკის ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის სამხედრო ჰოსპიტალის კაპელანმა წარმატებები უსურვა სააგენტოს თავმჯდომარეს საქართველოში კაპელანური მსახურების განვითარების საქმეში და საჭიროების შემთხვევაში, უპირობო დახმარება აღუთქვა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია