თბილისის მერია მუხიანის მოსახლეობის ნაწილის პროტესტს ეხმიანება და აცხადებს, რომ გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის ადგილზე კორპუსების მშენებლობა ნამდვილად იგეგმება

თბილისის მერია მუხიანის მოსახლეობის ნაწილის პროტესტს ეხმიანება და აცხადებს, რომ გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის ადგილზე კორპუსების მშენებლობა ნამდვილად იგეგმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა 2008 წელს დამტკიცდა, თუმცა, პროექტი რამდენჯერმე დაკორექტირდა.

„გეგმის კორექტირება რამდენჯერმე განხორციელდა. ბოლო კორექტირებით, რომელიც 2019 წლით თარიღდება, პროექტის გაკეთილშობილება მოხდა, კერძოდ, შემცირდა განაშენიანების ინტენსივობის ფართობი 5 268 კვ.მ.-ით. ასევე, ნაცვლად შვიდი 16-სართულიანი შენობებისა, დაიგეგმა 6 შენობის განთავსება, სადაც 2 იქნება 14-სართულიანი და 4 კი, 12-სართულიანი.

კორექტირების შესაბამისად, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და სარეკრეაციო სივრცეების დაბალანსების მიზნით, ფუნქციურ ზონირებად დაემატა სარეკრეაციო ზონა 2 , რომელიც წარმოადგენს 2380 კვ.მ.-ს და გათვალისწინებულია სტადიონის და გამწვანებული სარეკრეაციო სივრცის მოწყობა“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, დღეს, მუხიანის მოსახლეობის ნაწილმა თბილისის მერიის წინ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გობრონიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონის ადგილზე კორპუსების შესაძლო მშენებლობას აპროტესტებდა. შეკრებილების თქმით, აღნიშნულ მშენებლობას ისინი ერთი წელია ფიზიკურად აჩერებენ. მათი განცხადებითვე, თბილისის მერიის არცერთი წარმომადგენელი მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილზე არ მისულა. პროტესტის მონაწილეებმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მოუწოდეს მათი პრობლემით დაინტერესდეს. მათივე თქმით, თუ მოსახლეობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართავენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა