რელიგიის სააგენტო მართლმადიდებლებს სულთმოფენობას ულოცავს

რელიგიის სააგენტო მართლმადიდებლებს სულთმოფენობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება - მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

„სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.