ილია დარჩიაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება აქ და ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას

დღეს უამრავი დელეგაცია სტუმრობს თურქეთის რესპუბლიკას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება აქ და ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვის რეგიონში და შესაბამისად, საქართველოს და თურქეთის პოლიტიკური თანამშრომლობა მოიტანს ძლიერ იმპულსებს, იმისთვის, რომ ქვეყნებმა ერთობლივად გააძლიერონ რეგიონის უსაფრთხოება.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრობს თურქეთის რესპუბლიკას. პრემიერი თურქეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში. დღეს უამრავი დელეგაცია სტუმრობს თურქეთის რესპუბლიკას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს იმყოფება აქ და ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. თურქეთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები გვაკავშრებს. ბატონი პრეზიდენტი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ისევე, როგორც ჩვენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მასთან ძალიან ახლო და მჭიდრო კოორდინაციით კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და დარწმუნებულებულები ვართ, რომ ახალი ვადის პირობებში თურქეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გასწევს ჩვენთან ერთად, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდნენ, კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვის რეგიონში, შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა მოიტანს ძლიერ იმპულსებს, იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონში ერთობლივად კიდევ უფრო გავაძლიეროთ რეგიონის უსაფრთხოება", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა