გია ვოლსკი  ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე - ამ ადამიანების ცხოვრების წესი და მანერა შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ კადიროველებად და დივერსანტებად მათი მონათვლა, არასწორია - კადიროველი სხვა რამეა!

ამ ადამიანების ცხოვრების წესი და მანერა არის ერთი თემა, რომელიც შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ კადიროველებად და დივერსანტებად მათი მონათვლა, არასწორია - კადიროველი სხვა რამეა! - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

ვოლსკი თქმით, ჩამოსულთა შორის გროზნოს გადაყენებული მერი იყო, რომლის სახელიც მან არ იცის, “მაგრამ შეიძლება ელენე ხოშტარიამ იცოდეს“.

მისივე განცხადებით, ეს ის თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებში აღმოჩნდეს“.

“შექმნილ ვითარებაში საზოგადოებისთვის ყველა სტუმარი შეიძლება მისაღები არ იყოს ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს, მაგრამ გროზნოს ყოფილი მერი - გადაყენებული, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, კადიროველებად მონათლო და დააბრალო, რომ საქართველოში დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით შემოვიდნენ, არასწორია. შეიძლება ამასთან დაკავშირებით სხვა აზრი გქონდეს, ერთი ადამიანი - ერთს ფიქრობს და მეორე - სხვანაირად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ის თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებში აღმოჩნდეს. კონტროლი ინტენსიურია ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც საქართველოს საზღვარს ჰკვეთს.

კადიროველი სხვა რამეა! კადოროველი არის თემა, რომელიც ბოევიკების ჯგუფს, შეიარაღებული დაჯგუფების ადამიანებს უკავშირდება. ესენი ჩამოსული არიან რუსეთის ფედერაციიდან - კავკასიიდან, რომელსაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა 2010 წლიდან აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი