მთავრობის ანგარიში - 2022 წელს დანაშაულის რაოდენობა შემცირდა, მათ შორის, შემცირებულია მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3,39%-ით (-1908 ფაქტი), მათ შორის, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა, მათ შორის, ბინიდან ქურდობა, თაღლითობა და სხვა. უპრეცედენტოდ მაღალია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც 62%-ს აღემატება, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ საგრძნობია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით გაუმჯობესებული მდგომარეობაც. კერძოდ, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, აღინიშნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია.

„2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა შემცირებულია 7%-ით, დაღუპულთა რაოდენობა 4%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა კი − 2%-ით.

დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი და საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, დამონტაჟდა 1 309 ვიდეოკამერა: 969 − ზოგადი ხედვის, ხოლო 340 − ნომრის ამომცნობი. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სულ დამონტაჟებულია 6 765 ვიდეოკამერა: 4 572 − ზოგადი ხედვის, ხოლო − 2 193 ნომრის ამომცნობი. საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ამოქმედდა საშუალო სიჩქარის კონტროლის 81 სექცია, რომელიც ფარავს 238 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთს. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამურად ამოქმედებულია 441 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც ფარავს 1 672,83 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის