სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში - 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე, შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას, 1933 ობიექტზე 3755 ინსპექტირება განხორციელდა

საქართველოს მასშტაბით, შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას განხორციელდა 3755 ინსპექტირება 1933 ობიექტზე. განხორციელებულმა ინსპექტირებებმა კი დასაქმებულ პირთა 13,7% (176 000-ამდე დასაქმებული პირი) მოიცვა. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს განხორციელებული ინსპექტირებები გაიზარდა 144%-ით, ხოლო შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა კი − 132%-ით.
„გრძელდება მუშაობა შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. საქართველოს მასშტაბით, შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას განხორციელდა 3755 ინსპექტირება 1933 ობიექტზე. განხორციელებულმა ინსპექტირებებმა კი დასაქმებულ პირთა 13,7% (176 000-ამდე დასაქმებული პირი) მოიცვა.
2021 წელთან შედარებით, 2022 წელს განხორციელებული ინსპექტირებები გაიზარდა 144%-ით, ხოლო შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა კი − 132%-ით. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, 2018 წლიდან 41%-ით შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.
რაც შეეხება 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებულ აქტივობებს, სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას სულ განხორციელდა 814 ინსპექტირება“, - ნათქვამია ანგარიშში.

























