„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა, თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია პლასტიკისა თუ სხვადასხვა ნარჩენებისგან გაასუფთავეს

„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა, თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია პლასტიკისა თუ სხვადასხვა ნარჩენებისგან გაასუფთავეს. ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა, ბუნების მიმართ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ისახავს მიზნად. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა პლასტიკის ნარჩენებისგან გარემოს გაწმენდა.

„თბილისი ენერჯი“ მუდმივად და აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვითი და დედამიწაზე ზრუნვის სხვადასხვა სახის აქტივობებში.

„ბუნებაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია,“ - აღნიშნავენ კომპანიაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში