ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, KIU დამსაქმებლებს ახალ პროგრამას სთავაზობს

ბაკალავრიატის სტუდენტთა სტაჟირების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კერძო და საჯარო იურიდიული პირებისთვის, კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ან უცხოეთში ოპერირებენ, სტაჟირების პროგრამას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში მასპინძელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ უკეთ ქვეყნის ლიდერი უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები გაიცნონ და საკუთარ გუნდს მაღალი კვალიფიკაციის, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ახალი თანამშრომლები შემატონ.

„ამ ეტაპზე უნივერსიტეტს უკვე ჰყავს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზაცია, თუმცა მიმდინარე წლიდან იგეგმება ახალი პარტნიორი ორგანიზაციების დამატება და ქსელის კიდევ უფრო გაზრდა, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ადგილობრივ ბაზარზე დასაქმება.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ესენია: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. KIU-ს სტრატეგიული პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM), შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა პროგრამა შემუშავებულია TUM-თან თანამშრომლობით და წარმოადგენს ამავე უნივერსიტეტის პროგრამების ანალოგს. სასწავლო პროცესს უძღვებიან მსოფლიოს წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორები, მეცნიერები. სწორედ ამ სამი პროგრამის სტუდენტების შერჩევა, სტაჟირება და შემდგომ დასაქმება იქნება შესაძლებელი პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან.

კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნულ პროგრამაში ჩართვით, უნდა შეავსონ სტაჟიორის მოთხოვნის ფორმა: სტაჟიორების მოთხოვნის ფორმა

სტაჟირება დაგეგმილია ზაფხულის (ივლისი-აგვისტო) ან შემოდგომის (სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი) აკადემიური სემესტრების პერიოდში. სტაჟირებისათვის გათვალისწინებული საათების გადანაწილება ხორციელდება დამსაქმებელს, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის შეთანხმების საფუძველზე.

KIU-ს სტაჟირების პროგრამის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა და ტალანტების მოძიების პროცესში ორმხრივი თანამშრომლობა.

დაინტერესებულ კომპანიებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ აქ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს