კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს პირველი რესპუბლიკის სათავეებთან - აქტუალური კონსტიტუციური განვითარებების გათვალისწინებით“ ჩატარდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია “საქართველოს პირველი რესპუბლიკის სათავეებთან - აქტუალური კონსტიტუციური განვითარებების გათვალისწინებით” ჩატარდა. აღნიშნული კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვით წარსდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე. კონფერენციაში როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მეცნიერებმა, მკვლევრებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა. მოხსენებები უკავშირდებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების ეტაპები, ცალკეული საკონსტიტუციო-სამართლებრივი საკითხები, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა, ნიკო ნიკოლაძე პირველი რესპუბლიკის სათავეებთან, მოსამართლის როლი თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში.

კონფერენციაზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი, ჰამლაინის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი დევიდ შულცი, მოსამართლე ლევან დარბაიძე, პროფესორი სოფიო დემეტრაშვილი, პროფესორი ზურაბ მაჭარაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიგი გიოშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია.

სამართლის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიორგი ხატიძის განცხადებით, საკონფერენციო თემატიკა ქართულ სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული მნიშვნელობა საკითხების კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჭრილში განხილვას აქვს.

“ისტორიული, სამართლებრივი, პოლიტიკური და სხვა კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნისთვის საკონფერენციო თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია ამ საკითხების განხილვა სწორედ სამეცნიერო, კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჭრილში. აქვე აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, მცირე ხნის წინ, კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა, რომლის მიზანი კონსტიტუციონალიზმის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობები და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობაა. აღნიშნული ინსტიტუტი, ქართული კონსტიტუციონალიზმის სფეროში, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ატარებს”, - აღნიშნა გიორგი ხატიძემ.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილმა აღნიშნა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველი იყო, ვინც ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო წელი გახსნა.

“წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 105 წელი და ასევე, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამის, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველი იყო, ვინც ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო წელი გახსნა. მას მივუძღვენით ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი საკონფერენციო დარბაზიც, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალთან ერთად გავხსენით. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს არაერთი საიუბილეო ღონისძიება, რაც ამ მამულიშვილს ეძღვნება. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დღეს ტარდება, ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება. ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ასევე, ამ პროცესში მონაწილე ადამიანების მნიშვნელობას”, - განაცხადა გიორგი ფარეშიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა