ენტონი ბლინკენი - თუ ირანი უარს იტყვის დიპლომატიის გზაზე, ყველა ვარიანტი განიხილება, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს

თუ ირანი უარს იტყვის დიპლომატიის გზაზე, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთგზის განაცხადა, ყველა ვარიანტი განიხილება, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის თქმით, აშშ-ის ვალდებულება, დაიცვას ისრაელი ურყევია.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ირანის რეჟიმი ყოველდღიურად ემუქრება ისრაელს რუკიდან წაშლით და საფრთხეს უქმნის მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოებას.

ბლინკენის თქმით, ირანს, რუსეთის ძალების დრონებით შეიარაღების სანაცვლოდ, მოსკოვი დახვეწილ იარაღს აწვდის.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, თეირანის მიერ მოსკოვისთვის მიწოდებული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად გამოიყენება.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის