გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ივნისს, 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს დიღომში, ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, პაატა ჯანიაშვილის, როსტევანის, ილია შეყლაშვილის, ვლადიმერ მაყაშვილის, ვახტანგ ჭელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩალიპირებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, 14:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვაზიანი.

„15:00-დან 16:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, საშაბურო, ბოდორნა, ლაზვიანი, ნაგლიანთკარი, ყარსიმაანთკარი, ბაგიჭალა, ქვემო მლაშე, ბაზალეთი, კოჭობა, თხილიანა, ხოლო 15:00-დან 17:00 საათამდე - დაბა ფასანაურში, სოფლებში ცხვედიეთი, წითლიანი, ხევშა, წიფორი, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ბიბილაანი, ქავთარაანი, კორუღი, ბანცური.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება