სახალხო დამცველის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლება არაკონსტიტუციურად მიიჩნია

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ მათი საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლება არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

შესაბამის ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„1-ელ ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლება არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა, 60 წელს მიღწეული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის ბლანკეტურ შეზღუდვას აწესებდა და მიუხედავად ჯანმრთელობის და ფუნქციური მონაცემებისა ათავისუფლებდა თანამდებობიდან. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა თანასწორობის უფლებასთან მიმართებით შეაფასა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა გარკვეულწილად სახელმწიფო რესურსია, რომელზე წვდომაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა გააჩნდეს. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვა, რომელიც არ ითვალისწინებდა პირთა შეფასების საფუძველზე ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, არ იყო რაციონალურ კავშირში პენიტენციური სამსახურის ეფექტიანი და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზანთან. ამგვარად, სასამართლომ განაცხადა, რომ არ არსებობდა ასაკობრივი ნიშნით დაწესებული განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება