მიმდინარე წლის 6 - 8 ივნისს, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში, მსოფლიო საფოსტო კავშირისა (Universal Postal Union) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (World Customs Organization) გლობალური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე პრეზენტაციით წარდგება.
„საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით, კონფერენციის თემა არის „ქვეყანაში შემავალი ელექტრონული კომერციის გამოწვევები და შესაძლებლობები საფოსტო და საბაჟო დარგების თანამშრომლობისას“.
მათივე ცნობით, აღნიშნულ კონფერენციას ესწრებიან საფოსტო და საბაჟო დარგის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.