კახა კალაძე დაწესებულებებში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაციაზე - მცდელობა არის, რომ საზოგადოებაში დათესონ პანიკა, იყოს შფოთი და შიში

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის, თბილისისა და რეგიონის სასამართლოებში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ შეტყობინების გაგზავნა არის მცდელობა, რომ საზოგადოებაში პანიკა და შიში დათესონ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და იქნებიან.

„არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი, თუმცა, ერთი რამ ცხადია, მცდელობა არის, რომ საზოგადოებაში დათესონ პანიკა, იყოს შფოთი, შიში, თუმცა, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ყოველთვის იქნებიან ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების სადარაჯოზე“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან ევაკუაცია განხორციელდა. საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე მივიდა შეტყობინება, რომ სასამართლოს ტერიტორიაზე ბომბი იყო. იმავე დღეს ანალოგიური სახის შეტყობინება არაერთ დაწესებულებაში, მათ შორის, სკოლებშიც შევიდა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება