კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია იმსჯელებს, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე რამდენად სწორი იქნება საცურაო აუზის გაკეთება და გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან ერთად მიიღებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ პროექტის გადმოცემის შემდეგ, უნდა იმსჯელოს, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე რამდენად სწორი იქნება საცურაო აუზის გაკეთება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, დედაქალაქის მერია გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან ერთად მიიღებს.

„საუბარი იყო პროექტის გადმოცემაზე, თუმცა, უნდა გავიაროთ ჩვენ ეს საკითხი და უნდა განვსაზღვროთ, რამდენად სწორი იქნება კონკრეტულ ადგილზე, რომელიც ყველაზე დაბინძურებულია, საცურაო აუზის გაკეთება. გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან ერთად მივიღებთ“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ, 2023 წლის 19 იანვარს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის -„ქართუ ფონდის“ გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. რაც შეეხება აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორიას, კახა კალაძის თქმით, ის ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრეს და ახლის და ძველის შერწყმით განხორციელდება პროექტი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა