მიხეილ სარჯველაძე ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე - ნამდვილად უფრო გამიხარდებოდა სხვა კატეგორიის ტურისტებისა და მოგზაურების ყოლა საქართველოში

ნამდვილად უფრო გამიხარდებოდა სხვა კატეგორიის ტურისტებისა და მოგზაურების ყოლა საქართველოში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას ჩეჩნეთიდან შემოსული პირების შესახებ.

სარჯველაძე აცხადებს, რომ ასეთ დროს აუცილებელია ყურადღება, თუმცა დასძენს, რომ მას აქვს საფუძველი შესაბამისი სტრუქტურების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ენდოს.

„სხვათა შორის, მეც დიდი ყურადღებით დავაკვირდებოდი ასეთი პირების გადაადგილებას, თუმცა პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია, კონკრეტული პირი არის თუ არა რომელიმე დაჯგუფების წევრი, მაგრამ ყურადღება ასეთ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. საქმე რაშია - როცა კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს, ავტომატურად ეჭვმიტანილად გამოყვანა რამეში, არშემოშვებაზე, შეზღუდვების დაწესების თაობაზე საუბარი ასე არ ხდება, უსაფრთხოების რისკები ასე არ იმართება. გვაქვს საფუძველი ვენდოთ, რა გადაწყვეტილებებიც მიიღება. კონკრეტულ რისკს თუ ვერ ვხედავთ, რაიმე ექსტრაორდინარული გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არაა. თუმცა, ყველაფერთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად უფრო გამიხარდებოდა, სხვა კატეგორიის ტურისტებისა და მოგზაურების ყოლა საქართველოში, არ არის სასიამოვნო საკუთრივ ეს ფაქტი, თუნდაც იმიტომ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება