პრემიერი - უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთელი თავისი სატელიტებით, „ენჯეოებით“, თავისი დეგრადირებული, ამორალური ხალხით არაფერი დარჩენიათ გარდა ერთისა, გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე

ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია იმ დონეზე არის განადგურებული, რომ მხოლოდ შეურაცხყოფაზე არიან გადასულები.

„ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში. არ მინდა არასერიოზული ადამიანების ქმედებებზე, ხაბეიშვილსა და სხვებზე კომენტარი გავაკეთო. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი მარგინალიზებული ძალა, რომელთაც არავითარი დღის წესრიგი არ აქვთ. ვერ სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს რაიმე ალტერნატიულ აზრს, მოსაზრებას, გნებავთ კრიტიკას. უბრალოდ, შეხედეთ, რომელი მათი გამოსვლა გახსენდებათ რაიმე შინაარსიან თემაზე რომ ესაუბრათ. რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ შეურაცხყოფაზე არიან გადასულები. აი, ეს არის მარგინალიზებული, დეგრადირებული ოპოზიციის სახე“,-განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, ოპოზიციას „ამორალური ხალხით არაფერი დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე“.

„ჩვენს უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით, "ენჯეოებით", თავისი დეგრადირებული, ამორალური ხალხით არაფერი დარჩენიათ გარდა ერთისა, გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. ეს არის ჩვეულებრივი, მარტივი პროვოკაციები, რომელზეც საერთოდ, სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი. ვინც შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება, მათ შორის პოლიციის, ყველა დაისჯება“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება