თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა

2023 წლის 3 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა.

ღია კარის დღის ფარგლებში, უნივერსიტეტში საგანგებო სივრცეები მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მედიცინის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები.

ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობით, რომელთაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან და საუნივერსიტეტო ცენტრებთან ერთად თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტური ორგანიზაციები ახორციელებდნენ.

ღია კარის დღეზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორისთვის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთვის. რექტორმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებთან, ტრადიციულ და ამავდროულად მოდერნიზებულ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით, რომლის მაღალი სტანდარტებიც არაერთხელ აღინიშნა ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების მიერ. თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ასევე, უკვე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და სტუდენტურ ცხოვრებაზე ისაუბრა.

სტუმრებს, ინტერაქტიულ რეჟიმში, საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები, რომლებსაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ და ფაკულტეტების დეკანებმა უპასუხეს.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა