„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი უძრავ ქონებასა და ხელფასს მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი და მისი და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ მიუთითა.

ორგანიზაციის ცნობით, ველთაურსა და მის მეუღლეს, თამაზ გვანცელაძეს ეკუთვნით 7 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

„ბინა თბილისში, ჭოპორტის ქუჩაზე – 78.40 კვ.მ

ბინა თბილისში, აგლაძის ქუჩაზე – 96.13 კვ.მ.

სხვენი თბილისში, აგლაძის ქუჩაზე – 84 კვ.მ.

ავტოფარეხი თბილისში, აგლაძის ქუჩაზე – 25.46 კვ.მ.

ბინა ქობულეთში, დაბა ჩაქვში – 85.53 კვ.მ.

ნახევარსარდაფი ქობულეთში, დაბა ჩაქვში – 21.16 კვ.მ.

მიწის ნაკვეთი ჭიათურაში, სოფელ ითხვისში – 1,590 კვ.მ.

ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 2020 წლის იანვარში შეიქმნა და ველთაურიც სწორედ ამ დროიდან არის მისი დირექტორი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ველთაურის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის