სასტუმრო „ამბასადორი თბილისის“ ძველი ფლიგელის მეოთხე სართულზე  „მოზაიკო“ ამბასადორი გაიხსნება

სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“ მარტში მომხდარი ხანძრის მიუხედავად ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას და სტუმრების მიღებას. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაგეგმილია სასტუმროს ძველი ფლიგელის მეოთხე სართულზე ხანძრის შედეგად დამწვარი რესტორნის „მოზაიკოს“ გახსნაც.

ამ ეტაპისთვის, თითქმის დასრულებულია ფლიგელის დამწვარი ნაწილის დემონტაჟი, რასაც შესაბამისი პროცედურების დაცვით მოჰყვება, შენობის აღდგენითი და შემდეგ შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

რესტორანი, რომელიც „ამბასადორი თბილისის“ მეოთხე სართულზე გაიხსნება, სტუმრებს განახლებული, დახვეწილი და თანამედროვე დიზაინითა და ევროპული და ქართული კერძების ფიუჟენით უმასპინძლებს. პროექტის მიხედვით „მოზაიკოს“ ექნება ღია, საზაფხულო ტერასაც.

რესტორნის ხელახალი გახსნის შემდეგ თავის ტრადიციულ ადგილს დაუბრუნდება თბილისში საუკეთესო სუშის სახელით ცნობილი „მოზაიკოს“ სუშიც. მანამდე კი მისი დაგემოვნება „ამბასადორი თბილისის“ პირველ სართულზე მდებარე რესტორანში “A.T Kitchen” არის შესაძლებელი.

მოზაიკოს აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, დამატებით მოხდება სასტუმროს ძველი ფლიგელის ათი (რიცხვი პირობითია, რამდენი ნომერიც იქნება) ნომრის სრული განახლება, რემონტი და აღჭურვა.

(R)

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს