„ევექსი ჰოსპიტლები“ EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) და ევექსი ჰოსპიტლებმა EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდო ყველაზე მაღალ კატეგორიაში მიიღო. „ევექსის“ ინფორმაციით, მისი ჰოსპიტლები გარემოს დაცვისა და სოციალური პრაქტიკის მიმართულებით ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროგრამაში (AMR) განხორციელებული წვლილისთვის გახდა გამარჯვებული.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაჯილდოების ცერემონია უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში ჩატარდა.

„პაციენტების ჯანმრთელობის დაცვის, საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ევექსი ჰოსპიტლები AMR-თან დაკავშირებული პრაქტიკის გაუმჯობესებას აქტიურად უწყობს ხელს.

AMR „ჩუმი პანდემიის“ სახელით არის ცნობილი და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ და გლობალურ საფრთხეს ჯანმრთელობისთვის, რომელიც განსაკუთრებით ყურადსაღები COVID-19 პანდემიის პერიოდში გახდა, როცა პაციენტებისთვის ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენება აქტუალურ თემად იქცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს