ზურაბ აზარაშვილი - ვულოცავ ჩვენს დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობას - ვუსურვებ მათ ბედნიერ ცხოვრებას და საკუთარ სახლებში მალე დაბრუნებას

ვულოცავ ჩვენს დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობას. ვუსურვებ მათ ბედნიერ ცხოვრებას და საკუთარ სახლებში მალე დაბრუნებას, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქუთაისში, 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე აღნიშნა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში, დასრულდება ამავე კომპლექსში მდებარე, ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაც, სადაც ახალ ბინებს, კიდევ 320 ოჯახი მიიღებს.

„საერთო ჯამში, ამ საცხოვრებელ კომპლექსში, 800 დევნილი ოჯახი იცხოვრებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჩატარებული სამუშაოებისთვის“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, რისთვისაც 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„გასული წლის განმავლობაში, 3500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი. უნდა აღინიშნოს, რომ 30 წლის განმავლობაში, წლების მიხედვით გადაცემული ბინების რაოდენობით, ეს რეკორდული რიცხვია.

ჩვენ, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობს და მოგახსენებთ, რომ წელს,უკვე 1500 -ზე მეტმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი, ეს რიცხვი კი, წლის ბოლომდე, მნიშვნელოვნად გაიზრდება. 2023 წელს, ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა 230 მილიონ ლარზე მეტია“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის