ბოლნისის მუნიციპალიტეტი სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებმა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მათი ცნობით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.

აქციის ფარგლებში ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ დოლაბერიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელებასაც მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ აქციაში მონაწილეებს ასევე სხვადასხვა ტიპის კვლევებიც ჩაუტარდებათ.

„ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტთან“, უანგარო სისხლის დონაციის აქციაში ჩართულები არიან როგორც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო უანგარო დონორობისთვის, მძიმე პაციენტებს ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ასევე მადლობას ვუხდი ცენტრის თანამშრომლებს, რადგან ისინი კეთილშობილურ საქმეს ემსახურებიან“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება