გიული ალასანია - „კემბრიჯის სკოლა“, რომელიც დღეს გაიხსნა წალენჯიხაში,  განსაკუთრებული მნიშვნელობისაა - დიდი იმედი გვაქვს, რომ ოკუპირებული რეგიონიდანაც ჩამოვლენ ბავშვები და აქ მიიღებენ განათლებას

„კემბრიჯის სკოლა“, რომელიც დღეს გაიხსნა წალენჯიხაში, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ოკუპირებული რეგიონიდანაც ჩამოვლენ ბავშვები და აქ მიიღებენ განათლებას , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კამპუსი 504 ბავშვზე შენდება.

“ძალიან მიხარია, რომ ჩვენ, „საქართველოს უნივერსიტეტი“, ამ პროექტში ვმონაწილეობთ. აქ არის „ლელო“ და აქ ვართ ჩვენ. ძალიან დიდი ჩანაფიქრი გვაქვს. 504 ბავშვზე შენდება კამპუსი, ჩვენი სკოლა არის „კემბრიჯის სკოლა“, რომელიც არის თბილისში, ასევე გვაქვს ბათუმშიც და ახლა აქ, წალენჯიხაში, ჩაეყარა საფუძველი ამ სკოლას.

ამ სკოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ოკუპირებული რეგიონიდანაც ჩამოვლენ ბავშვები და აქ მიიღებენ განათლებას“, - განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ.

როგორც წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა, საქმის გაკეთებამ გაიმარჯვა.

„მუდამ გვიწევს პესიმისტებსა და ოპტიმისტებს შორის ვნებათაღელვის გადახედვა. ეს ერთ-ერთი კარგი შემთხვევაა, როცა ოპტიმისტებმა, ანუ საქმის გაკეთებამ გაიმარჯვა, მხედველობაში მაქვს უნიკალური პროექტი, კერძოდ ის, რომ წალენჯიხაში „კემბრიჯის“ ფილიალი გაიხსნება“, - განაცხადა წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო