ირაკლი ქარსელაძე - საქართველო მზად არის  უმაღლესი დონის ტურნირის ჩასატარებლად

უეფას ჩართულობით განვახორციელეთ 11 სტადიონის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ობიექტები აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა ღირსეულად ვუმასპინძლოთ 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველოში“,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განახლებული სტადიონების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა მესხის სახელობის ორ სტადიონს, ცენტრალურს და საწვრთნელ კომპლექსს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს, გამოიცვალა ბალახის საფარი და ტექნიკური აღჭურვილობა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე და 3 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებზე თბილისში, აშენდა ახალი საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონები წყალტუბოში, ქობულეთში და ბათუმში.

,,თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ საინჟინრო სისტემებთან ერთად რომელიც უკავშირდება როგორც ირიგაციას, ასევე სადრენაჟო სისტემებს, მართვის პულტებს, გახმოვანება-განათებას, ტაბლოს, უეფას სტანდარტების მიხედვით არის დამონტაჟებული. ყველა ეს კომპონენტი არის სწორედ უეფას უმაღლესი მეოთხე კატეგორიის სტადიონების სტანდარტის შესაბამისი, რაც ნამდვილად ინფრასტრუქტურული კუთხით და ყველა სხვა მიმართულებით თამამად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ საქართველო მზად არის აღნიშნული უმაღლესი დონის ტურნირის ჩასატარებლად“,-განაცხადა ირაკლი ქრსელაძემ.

მინისტრის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ბიძგი, ფეხბურთის განვითარებისთვის. ოფიციალური მატჩების გასამართი სტადიონების გარდა საწვრთნელი კომპლექსები აშენდა წყალტუბოში, ქობულეთში, ბათუმში. გამოიცვალა საფარი და აღიჭურვა ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტებით სპორტკომპლექსები „ბასა“, „პეტრო“, საგურამოს სტადიონი.

,,ყველა კომპონენტში აღნიშნული არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომელიც ქართულ ფეხბურთს ექნება. მათ შორის როგორც პროფესიონალი გუნდების და სპორტსმენების უნარების განსავითარებლად, ასევე ჩვენი ახალგაზრდა თაობის კიდევ უფრო მეტი მოტივაციისთვის და უეფას თანამედროვე სტანდარტის პირობებში ვარჯიშისთვის“,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რასაც, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 115 მილიონი ლარი მოხმარდა.

უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება“,- განაცხადა ქარსელაძე.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა