კრეატიული ვიზუალისა და მაღალი ხარისხის შეფუთვა მარკეტინგში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათ შესაქმნელად კი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია თანამედროვე ტექნოლოგიები, უფრო კონკრეტულად კი HP-ის დანადგარი „ინდიგო 20 000“, რომელიც ბიზნესს უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს.
დანადგარი ჩვენს ქვეყანაში პოლიგრაფიულმა საწარმო „კოლორ ჯგუფმა“ შემოიტანა. საქართველო ერთ-ერთია იმ 60 ქვეყანას შორის, სადაც ხელმისაწვდომია „ინდიგო 20 000“.
დანადგარის შესაძლებლობები სცდება სტანდარტული ბეჭდვის საზღვრებს და ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას იძლევა. კომპანიებს აღარ უწევთ ერთჯერადი ხარჯების გაწევა და საბეჭდი ფორმების დამზადება.
„ინდიგო 20 000-ის“ შემოტანის შემდეგ დიდ და მცირე ბიზნესებს გაუჩნდათ ამბიცია, იყვნენ გამორჩეულები და სხვადასხვა მიმართულებებით ჩაატარონ ექსპერიმენტები. დანადგარი უადვილებს კომპანიებს მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს, რაც აღარ მოითხოვს დამატებით ხარჯებს. ასევე, „ინდიგო 20 000-ზე“ ბეჭდვა კომპანიებს აძლევს საშუალებას, დაზოგონ ადამიანური რესურსიც, დანადგარს ერთი კონკრეტული ვიზუალით შეუძლია დააგენერიროს ასობით პატერნი.
„ინდიგო 20 000“ გამოირჩევა ხარისხით, სისწრაფით, მოქნილობით და შესაძლებლობებით!
„ინდიგო 20 000-ით“ შექმნილი ბოლო მნიშვნელოვანი პროექტია „ბაკურიანის“ კამპანია - „რომ გაიცნობ უფრო შეგიყვარდება“. ეს პროექტი არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ერთსა და იმავე პროდუქტს ჰქონდეს განსხვავებული დიზაინი ზედმეტი დანახარჯის გარეშე. ბაკურიანის 0,5 მლ-იან შეფუთვებზე დატანილია საქართველოს ქალაქები. ყველა მათგანი განსხვავებული და გამორჩეულია, როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, „კოლორ ჯგუფი“ ამ ეტაპზე ექსპორტის მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. კომპანია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით როგორც აზიის, ისე ევროპის ბაზარზე. გარდა „ინდიგო 20 000-ის“ შესაძლებლობებისა, „კოლორ ჯგუფი“ მომხმარებელს სთავაზობს მოქნილ, სწრაფ და ლოგისტიკურად გამართულ სრულ მომსახურებას ერთ სივრცეში.
(R)