ლევან დავითაშვილი - თურქმენეთთან ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭეთ თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო - ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრმა, ბეგენჩ გოჩმოლაევმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც მხარეებმა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები განსაზღვრეს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კერძოდ, ეს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებს ეხება.

„განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭეთ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში. საუბარია იმაზე, რომ მინერალური სასუქებისა და ნავთობპროდუქტების მოცულობა, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოში, შუა დერეფანში თურქმენეთიდან ხორციელდება, გაიზარდოს. ასევე ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დაისახა. მიმდინარე წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფები ორი ქვეყნიდან იმუშავებენ, რათა ეს შეთანხმებები კონკრეტულ შედეგებში აისახოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ.

სამინისტროს ცნობითვე, კომისიის სხდომაზე ასევე, ციფრული დერეფნის განვითარების, ტურიზმის, ორმხრივი ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის ინტერესი გამოითქვა.

სხდომაზე, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ ფორუმზე თურქმენეთის დელეგაცია მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა