17-18 ივნისს ქუთაისი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს

რაჭისა და სვანეთის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რიგით მესამე „გემო ფესტს“ ქუთაისში 17-18 ივნისს გამართავს. „გემო ფესტი“ ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „გემო ფესტი“-ს მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში გასტრო ტურიზმის განვითარებას, ქართული სამზარეულოს გამრავალფეროვნებას, ახალი გემოების აღმოჩენას, ქართული სთრითფუდის შექმნას და ბაზარზე დამკვიდრებას, რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებას.

„ამჯერად გემო-ფესტს იმერეთი მასპინძლობს. საბოლოო სამზადის გავდივართ, რათა 17-18 ივნისს სტუმრებს მრავალფეროვანი კერძებითა და „გასთრითფუდებული“ იმერული სამზარეულოთი მზად დავხვდეთ. ველოდებით ბევრ სტუმარს, რათა იმერლების მიერ მომზადებული კერძები დააგემოვნონ და ასევე გაიცნონ მონაწილეები, რომლებსაც ყველას თავისი ისტორია აქვს. ყველა ძალიან საინტერესო ადამიანია და ჩვენ ასევე, ვპირდებით ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებს ძალიან საინტერესო გარემოს, სახალისოს, გასართობ მუსიკალურ ნაწილსაც და გელოდებით ყველას 17-18 იმერეთში, ქუთაისში „გემო ფესტზე“,“ - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსი ეკა ყოლბაია.

მათივე ინფორმაციით, გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

“გემო ფესტის” მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.

მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, გამოცდილი შეფ-მზარეულები მონაწილეებს შეარჩევენ და მასტერკლასებს ჩაუტარებენ.

„მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ფესტივალში ჩართულ ადგილობრივ კერძო სექტორს. ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტით მიღებული გამოცდილება გამოადგება, როგორც მათ ასევე ჩვენს რეგიონს. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ დატვირთული ტურისტული სეზონისთვის, ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო ღონისძიება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მას ტურისტული კომპანიები თავიანთ პროგრამებში გაითვალისწინებენ. ამასთან ერთად, დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ, როგორც ტურისტებს, ისე სტუმრებს საქართველოს დანარჩენი რეგიონებიდან,“ - აცხადებს იმერეთის დმო-ს ხელმძღვანელი მარი დევიძე.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის