მკითხველის დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, აქცია ბესტსელერ წიგნზე - „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ გრძელდება

„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ უნიკალური პროექტია, რომელიც 24 განსხვავებულ მონეტას აერთიანებს და საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.

პროექტი, რომელზეც ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, პირველად 2016 წელს გამოიცა და მას შემდეგ, აქტუალობას არ კარგავს ფართო საზოგადოებისთვის. „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ საუკეთესო საჩუქარია როგორც ქართველი, ისე უცხოელებისთვის.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წიგნი იყო, რომელიც „პალიტრა L“-მა მკითხველს გრანდიოზული ფასდაკლებით შესთავაზა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, წიგნზე ფასდაკლება გაგრძელდება და 174 ლარის ნაცვლად, 40 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.

აქცია ტირაჟის სრულად ამოწურვამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „ქართული მონეტების ოქროს კოლექციას“ ხშირად აფასებენ როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეს, რომელიც უძველესი დროიდან მე-19 საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს.

ფულის საინტერესო ისტორიასთან ერთად, წიგნში იპოვით 24 განსხვავებულ მონეტას, რომლებიც 24 ისტორიას მოიცავს. ასევე, წიგნს მოჰყვება გამადიდებელი შუშა, რათა დეტალურად შეძლოთ ძველი ქართული მონეტების ექსპონატების ასლების დათვალიერება.

უნიკალური პროექტი, აერთიანებს მეტალში შესრულებულ მოვერცხლილ და მოოქროვილ მონეტებს, კონკრეტული მონეტების ამსახველ ტექსტსა და ვიზუალურ მასალას, როგორიცაა არტეფაქტი, ფრესკა და გამოსახულება. ასლები ეროვნულ მუზეუმში დaცული ორიგინალი მონეტების ყალიბების მიხედვით დამზადდა.

(R)

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება