ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, რეაბილიტირებული პარკი საზეიმოდ პარასკევს, 9 ივნისს, 20:00 საათზე გაიხსნება.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკე ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. ყველაფერი, რაც კი აუცილებელია პარკისთვის, გათვალისწინებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 524 მწვანე ნარგავი და მოეწყო სარწყავი სისტემა.

„პარასკევს გვექნება შესაძლებლობა, აღნიშნული პარკი გავხსნათ, რასაც ასე ელოდება ადგილობრივი მოსახლეობა. გვექნება ასევე, „გუფი ლენდის“ კონცერტი. ამინდის მხრივ თუ პრობლემა იქნება, კონცერტს გადავდებთ და სხვა დღეს ჩავატარებთ, თუმცა პროგნოზით კარგი ამინდი ჩანს. საღამოს 8 საათზე იქნება აღნიშნული კონცერტი და პარკის გახსნის ღონისძიება. ასე რომ, გეპატიჟებით ყველას და ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის