რელიგიის სააგენტოს გლობალური ჩართულობის ინსტიტუტმა უმასპინძლა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია გლობალური ჩართულობის ინსტიტუტმა ოფიციალურ ვახშამზე მიიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, დავით დავითაშვილს საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების მრგვალი მაგიდის თანათავმჯდომარემ, გრეგ მიტჩელმა, გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს ჩენიმ და გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ვეიდ კუსაკმა უმასპინძლეს.

„მათ სააგენტოს დელეგაციას დეტალურად ორგანიზაციების საქმიანობა და განხორციელებული აქტივობები გააცნეს. სააგენტოს წარმომადგენლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობებთან თანამშრომლობის მაგალითები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგები.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში არსებული რელიგიური თემებისა და სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მასპინძლებისთვის რელიგიის თავისუფლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საინტერესო იყო. ითქვა, რომ ინტერ-რელიგიური დიალოგის კუთხით საქართველოს პრაქტიკის გაზიარება ბევრი სახელმწიფოსთვის საინტერესო იქნება და სამომავლო პროგრამებში საქართველოსთან თანამშრომლობის შედეგებს სიამოვნებით გამოიყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ გლობალური ჩართულობის ინსტიტუტთან ურთიერთობას თბილისში, მათი წარმომადგენლების სააგენტოში ვიზიტის დროს ჩაეყარა საფუძველი. ამდენად, უახლოეს მომავალში ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, კონფერენციის მუშაობაში ათამდე ქვეყნის რელიგიის თავისუფლების სფეროში მოქმედი სახელმწიფო თუ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს.

შეხვედრას საქართველოს საელჩოს კონსული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლევან ხურციძე ესწრებოდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად