თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სწავლება „დიდგორი 2023“-ის წინამოსამზადებელი სემინარი გაიმართა

უწყებათაშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის დაგეგმვის პროცესის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ორგანიზებით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სემინარი გაიმართა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ეროვნული დონის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მიმოხილვა“ უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან კოორდინაციით ჩატარდა. სემინარს სწავლებაში ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„დაგეგმვის პროცესში მსგავსი სახის ღონისძიება პირველად ჩატარდა, რაც შესაძლებლობას შექმნის ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპების გათვალისწინებით სწავლებისთვის საჭირო სტრატეგიული დონის დოკუმენტები შემუშავდეს.

უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი-2023“ წელს მეცხრედ ჩატარდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება