პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი „ტექნოლოგიაში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ მორიგ შეხვედრაში მონაწილეობდა

რომში, „ტექნოლოგიაში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ (International Working Group on Data Protection in Technology), ე. წ. „ბერლინის სამუშაო ჯგუფის“ მორიგი 71-ე შეხვედრა გაიმართა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (“Garante Per La Protezione Dei Dati Personali”) მასპინძლობით რომში, 6-7 ივნისს ჩატარდა.

მათივე ცნობით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წარადგინა და შეხვედრის მონაწილე მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების, საკანონმდებლო ცვლილებების, საერთაშორისო დონეზე განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

„ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მომდევნო წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების“ (Central and Eastern European Data Protection Authority (CEEDPA) რიგით 22-ე კონფერენციას უმასპინძლებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ანა თოხაძემ სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს გააცნო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგში საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიის ხელშეწყობის მიზნით, ორენოვანი, სამეცნიერო პერიოდული პუბლიკაციის - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის“ პირველი ნომერი.

„ბერლინის სამუშაო ჯგუფის“ 71-ე შეხვედრა გახსნა და დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა, პროფესორმა, დოქტორმა პასკუალე სტანციონემ და გერმანიის პერსონალური მონაცემების დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ფედერალურმა კომისარმა, პროფესორმა, დოქრორმა ულრიხ კელბერმა. შეხვედრის ფარგლებში წევრებმა იმსჯელეს შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებზე, რომლებიც შეეხება ტელემეტრიასა და დიაგნოსტიკურ მონაცემებს, მონაცემთა გაზიარებას, ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას. ასევე, ისაუბრეს სამუშაო ჯგუფის სამომავლო ხედვებსა და მომდევნო შეხვედრების ფარგლებში განსახილველ საკითხებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის