საბა ბუაძე - 8 თვე გავიდა ვაკის პარკის ტრაგედიიდან და კითხვები ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება - სად ჩანს, რომ თბილისის მერმა რაიმე დასკვნა გამოიტანა?

8 თვე გავიდა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიიდან და ის კითხვები, რომელიც მაშინ არსებობდა, ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე აცხადებს.

ბუაძე ვერ ხედავს საფუძველს იფიქროს, რომ თბილისის მერმა მომხდარი ტრაგედიიდან „დასკვნა გამოიტანა“.

„დღეს „ვაკის პარკის“ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ვესწრები. 8 თვე გავიდა ამ ტრაგედიიდან და ის კითხვები, რომელიც მაშინ არსებობდა, ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება. ამ საქმის შემდეგ ფაქტობრივად არც ერთი სისტემური ცვლილება არ განხორციელებულა.

„გრინსერვისი“ ისევ იმარჯვებს მერიის ტენდერებში;

უსაფრთხოების ნორმების ცვლილება არ მომხდარა;

კანონმდებლობა ისევ უცვლელია.

სად ჩანს, რომ რაიმე დასკვნა გამოიტანა თბილისის მერმა ამ ტრაგედიიდან?!“- განაცხადა ბუაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს