გია ვოლსკი - ამ ვითარებაში პარტია „ლელოს“ ურჩევნია ცალკე იდგეს, ვიდრე საკუთარი მწირე რესურსი კიდევ უფრო დაამსხვრიოს

ამ ვითარებაში პარტია „ლელოს“ ურჩევნია ცალკე იდგეს, ვიდრე საკუთარი მწირე რესურსი კიდევ უფრო დაამსხვრიოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ამასთან, როგორც ვოლსკი აცხადებს, „ლელოს“ ისეთი ოპოზიციური ფლანგის შექმნის რესურსი არ გააჩნია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააწონასწორებს. მისივე თქმით, ჯერჯერობით ამ ორი პარტიის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა და საშინაო თუ საგარეო საკითხებზე მათ ხედვებში სხვაობა არა ჩანს.

„როდესაც საუბარია ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ან ნიკანორ მელიას „ნაციონალური მოძრაობაზე“, მთლიანობაში კეზერაშვილის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვლაპარაკობთ. ასეთ შემთხვევაში ერთს რომ ერთი მივუმატოთ ორი არ გამოდის - იგივე ერთი რჩება თუ ნულზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი.

მთავარი აქცენტები გასაკეთებელია შინაარსზე, თუ რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“ და რით გვემუქრება ის, თუ ხელისუფლებაში მოვა ან მართვის ისეთ რესურსს მიიღებს, როდესაც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა ექნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს