კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების აქცია მიმდინარეობს

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის გარშემო არსებულ გამწვანებულ ფერდობებზე მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებისა და ბალახის გათიბვის სამუშაოებს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მათივე ცნობით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები კი აღნიშნულ ტერიტორიას ორი დღის განმავლობაში დაასუფთავებენ.

სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე ვახტანგ ტალახაძე გაეცნენ.

„5 ივნისი გარემოს დაცვის მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ მასშტაბური სამუშაოებისთვის ეს დღე, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავანაგვიანებთ რეკრეაციულ სივრცეებს. ღონისძიებაში, საერთო ჯამში, ჩართულია 130 თანამშრომელი და 11 ერთეული სპეცმანქანა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, გაეროს ინიციატივით, 1972 წლიდან აღინიშნება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების აქცია მიმდინარეობს

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის გარშემო არსებულ გამწვანებულ ფერდობებზე მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებისა და ბალახის გათიბვის სამუშაოებს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მათივე ცნობით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები კი აღნიშნულ ტერიტორიას ორი დღის განმავლობაში დაასუფთავებენ.

სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე ვახტანგ ტალახაძე გაეცნენ.

„5 ივნისი გარემოს დაცვის მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ მასშტაბური სამუშაოებისთვის ეს დღე, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავანაგვიანებთ რეკრეაციულ სივრცეებს. ღონისძიებაში, საერთო ჯამში, ჩართულია 130 თანამშრომელი და 11 ერთეული სპეცმანქანა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, გაეროს ინიციატივით, 1972 წლიდან აღინიშნება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია